„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სამხატვრო კონკურსს აცხადებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სამხატვრო კონკურსს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ აცნობეს, კონკურსი ცხადდება თემატურ, სამხატვრო კონკურსს კომპანიის სლოგანის/გზავნილის თემაზე – „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“, რომლის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. კონკურსის საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კომპანიის გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი შეარჩევს Facebook მომხმარებელი მოწონებების საშუალებით. გამარჯვებულებს გადაეცემათ 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალ, დამწყებ თუ თვითნასწავლ მხატვარს; საკონკურსო ნახატი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას. ნახატზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური ან გადამცემი ხაზი ან ელექტროგადამცემი ანძა; ნახატი შექმნილი უნდა იყოს კონკურსის ფარგლებში. ზომა არანაკლებ 30X45 სმ;

კონკურსანტებმა შექმნილი ნამუშევრები უნდა მიიტანონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში (თბილისი; ბარათაშვილის ქ. №2) 2019 წ. 7 მარტამდე;

ნამუშევრების ფოტოები აიტვირთება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/electrosystema ა. წ. 12 მარტს;

გამარჯვებულები 2019 წლის 20 მარტს გამოვლინდებიან.

12 მარტიდან კი ერთი კვირის განმავლობაში, Facebook მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული. ყალბი გვერდებით დაფიქსირებული მოწონებები არ ჩაითვლება.

კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ნახატები რჩება კომპანიას და მას ექსკლუზიურად ეკუთვნის უფლება გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ.

„თუ ხარ პროფესიონალი ან დამწყები მხატვარი და თვლი, რომ თანამედროვე მსოფლიო ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე არ არსებობს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! გაიცანი ჩვენი კომპანია (www.gse.com.ge) და ჩაერთე კონკურსში „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე!“,– მიმართავს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ დაინტერესებულ პირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო