ნათია მეზვრიშვილი - გამოძიება მიმდინარეობს როგორც ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლების, ასევე შემნახველების და ამტვირთავების გამოსავლენად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს როგორც ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლების, ასევე შემნახველების და ამტვირთავების გამოსავლენად.

„გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დეტალი გავარკვიოთ და დავადგინოთ ამ საქმის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, არაერთი პირის დაკავება და ბრალის წარდგენა უკვე განხორციელდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულებულია. გამოძიება არ დასრულებულა, არამედ გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით, როგორც გამავრცელებლების, ასევე შემნახველების და ამტვირთავების", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის პარტნიორებს სთხოვს საგამოძიებო უწყება აღნიშნული კიბერდანაშაულის გამოძიებაში დახმარებას.

„რომელ ქვეყნებზე საუბრობდა ბატონი მინისტრი, ამას ვერ დაგიკონკრეტებთ", - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო