სერგი კაპანაძე განათლების მინისტრს - რა კვლევები გამოიყენეთ, როდესაც გამოცდების და უნარების გაუქმებასთან დაკავშირებით იღებდით გადაწყვეტილებას

გთხოვთ ზუსტად დაასახელოთ, რა კვლევები გამოიყენეთ, როდესაც გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით იღებდით გადაწყვეტილებას, - აღნიშნული შეკითხვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან მინისტრს ასევე სხვა თემებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვები, როგორიცაა ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ია კერზაიას საქმე.

„გთხოვთ ზუსტად დაასახელოთ, რა კვლევები გამოიყენეთ, როდესაც გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით იღებდით გადაწყვეტილებას. ვისი კვლევაა და რომელ წელს გამოვიდა. კონკრეტულად მაინტერესებს, უნარების გაუქმების გადაწყვეტილებას როდესაც იღებდით, იქ რა კვლევა გამოიყენეთ? განათლების კომიტეტთან რატომ არ გაიარეთ კონსულტაცია? უნივერსიტეტებს მას მერე რატომ ჰკითხეთ აზრი, როდესაც უკვე გადაწყვეტილება მიიღეთ და რეფორმა დააანონსეთ? თქვენ გამოსვლაში ახსენეთ, რომ რეფორმების კონკრეტულ ინსტრუმენტებზე ვისაუბრებთ მაისში და მაშინ გავაკეთებთ პრეზენტაციასო. ამხელა რეფორმა რომ დაგეგმეთ და გამოცდები გააუქმეთ, ინსტრუმენტებზე მერე რომ გვესაუბრებით, პირიქით ხომ არ აჯობებდა? საღი აზრი იმაში ხომ არაა, რომ ჯერ დაგეგმო რეფორმა და მერე გააუქმო გამოცდები. თქვენ თქვით, გამოცდები აცარიელებს სკოლას, რადგან რეპეტიტორებთან დადიან ბავშვებიო. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ რეპეტიტორებთან დადიან, რადგან სკოლაში სწავლების ცუდი ხარისხია, გამოცდებს ახსენებს 14%. თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ რესურსცენტრები, ბევრ რაიონში, დაკავებულები არიან წინასაარჩევნო პერიოდში მასწავლებლების ტერორით. მარტო ზუგდიდის რესურს ცენტრზე არაა საუბარი, სხვაგანაც იგივე რაღაცეები ხდება. ბოლოს, ია კერზაიას საქმეზე მინდა გკითხოთ. ლავრენტი ქირიას წერილი რომ შემოგივიდათ პირადი ნომრის გარეშე, არასწორი მისამართით, მერე პასუხი რომ გაეცით ლავრენტი ქირიას, შეეცადეთ დაგედგინათ მართლა არსებობდა თუ არა? ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის საფუძველზე სანიმუშო სკოლაში ეგზეკუცია რომ შეუშვით თქვენი ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი რომ მოგვაწოდოთ, ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თუ ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ან „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა წარმომადგენელი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა