ირმა ნადირაშვილი მიხეილ ბატიაშვილს - პირადად თქვენ მოგწონთ თუ არა, რომ გეგა გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ევროპის ჩემპიონს, ისევ ინარჩუნებს თანამდებობას?

პირადად თქვენ მოგწონთ თუ არა, რომ ბატონი გეგა გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ევროპის ჩემპიონს, დღეს ისევ ინარჩუნებს თავის თანამდებობას? - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშილმა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. ნადირაშვილმა მინისტრს მოუწოდა, აღნიშნულ კითხვას პოლიტიკური ნიშნით არ უპასუხოს.

„ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საკუთარ თავს და აქ მსხდომ ადამიანებსაც და პოლიტიკური „გაიდლაინით“ კი ნუ მიპასუხებთ, რომ თქვენ გაათავისუფლეთ ქართული სპორტი და ფედერაციები პოლიტიკისგან, უბრალოდ თქვენი პირადი აზრი მითხარით - მოგწონთ თუ არა, რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, დღეს ისევ ფედერაციის პრეზიდენტია?“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა მიხეილ ბატიაშვილს იმის შესახებაც დაუსვა კითხვა, შეამოწმებს თუ არა ჭიდაობის ფედერაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

„თქვენ ორ წუთში მოახერხეთ, რომ ია კერზაიაზე წერილი მიგეღოთ და შემდეგ დამსჯელი რაზმი დილის 04:00 საათზე გაუშვით იმისთვის, რომ უწესრიგობა არ ყოფილიყო იმ სფეროში, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ხომ? მაინტერესებს, ასეთივე ოპერატიული ხართ თუ არა და მიმართეთ თუ არა უკვე პროკურატურას ან სახელმწიფო აუდიტს, რომ მათ შეამოწმონ ამ ფედერაციაში კორუფციის ფაქტები? არაერთი ძალიან მძიმე ბრალდება გაჟღერდა ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა