გიგა ბოკერია განათლების მინისტრს - სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, მათ გარეშე რომ ვერ იღებენ მოსწავლეები ცოდნას

თქვენ ამბობთ, რომ გამოცდები არ შეესაბამება სკოლებში მიღებულ ცოდნას, მაშინ გამოცდები შეცვალეთ! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მიმართა.

მისივე თქმით, სამინისტროს სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ რეპეტიტორების გარეშე ვერ იღებენ მოსწავლეები ცოდნას.

„თქვენ აღიარებთ, რომ თქვენივე გუნდის 6-წლიანი მმართველობის შემდეგ სკოლებში კატასტროფული მდგომარეობა არის, მაგრამ ამის შემდეგ იწყებთ ჯვაროსნულ ლაშქრობას რეპეტიტორების წინააღმდეგ და ამბობთ, რომ ეს არის კორუფცია. კორუფცია იყო მაშინ, როდესაც ეს რეპეტიტორები ისხდნენ გამოცდებზე და უნდა მისულიყავი მათთან, რომ მათ შენთვის ნიშანი დაეწერა არა ცოდნის გამო, არამედ იმიტომ, რომ ფული გადაუხადე. ახლა პრობლემა არის ის, რომ ვისაც რეპეტიტორების ფული არ აქვს, აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში, იმიტომ, რომ სკოლა არ აძლევს მათ განათლებას. დამატებითი ცოდნის მიღებაში ფულის გადახდა კი არ არის პრობლემა, ეს ნორმალურია. სამიზნე რეპეტიტორები კი არა, ის უნდა იყოს, რომ რეპეტიტორების გარეშე ვერ იღებენ მოსწავლეები ცოდნას. თქვენ ამბობთ, რომ გამოცდები არ შეესაბამება სკოლებში მიღებულ ცოდნას. მაშინ გამოცდები შეცვალეთ! რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს? ერთი სიტყვა არ გაქვთ ნათქვამი იმაზე, რომ ვაუჩერი უნდა გაიზარდოს, რათა სკოლებს შორის კონკურენცია იყოს და სკოლებმა კვალიფიციური მასწავლებლები მოიზიდონ. ამის ნაცვლად რაში ხარჯავთ გადასახადების გადამხდელების ფულს? დამატებით ბიუროკრატიას ქმნით და რაღაც 8 კონსულტანტს უნიშნავთ ამ საპილოტე პროგრამებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო