აკაკი ზოიძე - ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს

ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს - ერთი ექთანიც კი არ მოდის ერთ ექიმზე, როცა ერთ ექიმზე 3 ექთანი უნდა მოდიოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ექთნების მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთაც არის.

ზოიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს კითხვით მიმართა, რა გეგმები აქვს სამინისტროს სამედიცინო განათლების მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დისბალანსი. გვჭირდება 100 ექიმი წელიწადში და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მეორეს მხრივ, გვაქვს მწვავე დეფიციტი ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. ის, რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტზე ავიყვანთ სამედიცინო განათლების ხარისხის, რომელიც ერთის მხრივ, დისბალანსის შესამცირებლად იქნება, როგორ ვაპირებთ ამას და რომელ წლებში? მეორე საკითხია, ცირკულარული მიგრაცია. ექთნების მოთხოვნა არის არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ, უცხოეთშიც, მათი ქვეყნის გარეთ გაშვება და დასაქმება შეგვიძლია“, - განაცხადა ზოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს