ნუკრი ქანთარია - მოხდა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი

მოხდა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ჩვენ განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი,- ამის შესახებ პარლამენტში განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენის დროს სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

მისივე აზრით, კულტურას ეკუთვნის, რომ საკუთარი მინისტრი ჰყავდეს.

„მოხდა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ჩვენ განათლების და მეცნიერების სივრცეს მივაწებეთ კულტურა და სპორტი. ვერაფერი კარგი ამან ვერ მოგვიტანა.

გავაჩეროთ ნებისმიერი ადამიანი - კულტურის მუშაკი, სპორტის წარმომადგენელი ან უბრალოდ საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც დაეთანხმება დღეს არსებულ ვითარებას, რომ რამე შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, არათუ უმცირესობაში, არამედ მარტო ვიყავი ამის მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ გაურბის შეცდომის აღიარებას. ჩემი აზრით, უახლოეს ხანში ჩვენ უნდა შევუდგეთ ამას, იმიტომ, რომ კულტურას ეკუთვნის საკუთარი მინისტრი ჰყავდეს, რადგან ის უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი სახე. ამას რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ქანთარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა