აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ეკოტურიზმი ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია

რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Balttour 2019” საქართველო ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, მათი დეპარტამენტი ბალტიისპირეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად უწევდა.

„აჭარის კუთხესთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. მათმა უმრავლესობამ განსაკუთრებული ინტერესი ეკოტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით გამოხატა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ასევე გამართეს საქმიანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან მიმდინარე წელს ლატვიაში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის მიზნით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს პოპულარიზაციას ლატვიაში 2017 წლიდან ანხორციელებს.

წელს, „Balttour 2019” წელს ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩეოდა. სამი დღის განმავლობაში მას ჯამში 28,050 ვიზიტორი დაესწრო. საქართველოს სტენდი გამოფენაზე ლატვიაში საქართველოს ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა მოინახულეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს