სალომე სამადაშვილი - საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები

საქართველოში, ფაქტობრივად ყველა, ვინც უმაღლესი განათლების მიღებას იწყებს, ახერხებს დიპლომის აღებას, ევროკავშირის სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი ვერ იღებს დიპლომს, შედეგად საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა დარჩა მინისტრის გამოსვლის შემდეგაც.

„მე ბევრი შეკითხვა დამრჩა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად როგორ ვაპირებთ, რომ გავაუმჯობესოთ ან საშუალო განათლების ან უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. დღეს, საერთაშორისო შეფასებებით ქვეყანაში გამოწვევა გვაქვს წერა-კითხვის ცოდნაც კი, PISA-ს შეფასებას ვგულისხმობ. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა ის, რომ საქართველოში, ფაქტობრივად ყველა, ვინც უმაღლესი განათლების მიღებას იწყებს, ახერხებს იმას, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30%-ზე მეტი ვერ იღებს დიპლომს. შედეგად ჩვენ საზოგადოებაში გვყავს მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები. ეს რა თქმა უნდა, ქმნის პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლებთ სიღარიბის პრობლემის დაძლევას ასეთ უვიც დიპლომირებული საზოგადოების პირობებში. ამ ფონზე, რატომ მოხდა პარლამენტში კანონის ინიცირება, რომელიც გაუადვილებდა ავტორიზაციის მიღებას ისედაც ხარისხის პრობლემის მქონე უმაღლეს სასწავლებლებს და რატომ შეჩერდა შემდეგ ამ კანონის განხილვა. იყო თუ არა აქ კერძო და შესაძლოა კორუფციული ინტერესები?“ - განაცხადა სამადაშვილმა, რომელმაც აღნიშნული კითხვით განათლების მინისტრს მიმართა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს