ნუკრი ქანთარია - იმ ცვლილებების დროა, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით - არავინ იფიქროს დამავიწყდა, პირველ და მეორე ტურში რა პირობა დავდეთ

"ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია პარტიის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციური უმრავლესობა აღარ ჰქონდეს. ქანთარია ეკა ბესელიას და ცხრა დეპუტატის მიერ დარეგისტრირებულ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის 2024 წლისთვის გადადებას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს თავადაც დაუჭერს.

„რა თქმა უნდა, სჯობს გუნდს შიგნით პოზიციები დაახლოვდეს, პრობლემები უნდა გადაიჭრას და რაც მთავარია ცვლილებების დროა, იმ ცვლილებების, რომელსაც ჩვენ დავპირდით საზოგადოებას. მე ველოდები ამ ცვლილებებს და არავინ იფიქროს დამავიწყდა პირველ და მეორე ტურში რა პირობები დავდეთ. ამ ცვლილებებში ვგულისხმობ, როგორც საკადრო ცვლილებებს პარლამენტში ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საზოგადოება ელოდება ამ ცვლილებებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ნუკრი ქანთარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა