„ფერმერთა ასოციაციის“ წარმომადგენლები ბოლნისში ადგილობრივ ფერმერებს და მეღვინეებს შეხვდებიან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ხვალ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებს, მეღვინეებს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ასოციაციის წარმომადგენლები მათ ხილ-ბოსტნეულის პირველადი წარმოების სტანდარტის, გეოგაპისა და მობილური აპლიკაცია აგრონავტის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ.

„შეხვედრისას წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები, რომელიც ფერმერებისადმი საკანონმდებლო მოთხოვნებს, სასოფლო-სამეურნეო სტანდარტების დანერგვას, სურსათის უნვებლობის მიღწევას და აპლიკაცია აგრონავტის გამოყენებას შეეხება. აგრონავტის პრეზენტაციისას საუბარი შეეხება აპლიკაციის მეშვეობით პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებს სოფლის მეურნეობის სექტორში“, – აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე თქმით, აღნიშნულ პროექტებში ჩართვის შემთხვევაში, ასოციაცია ფერმერებს განვითარებასა და პროდუქციის გაყიდვაში დაეხმარება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა