კობა კობალაძე - ახალი სასკოლო საგნის „თავდაცვის და უსაფრთხოების“ შემოღება იგეგმება, რომელიც პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას ისახავს მიზნად

უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი სასკოლო საგნის „თავდაცვის და უსაფრთხოების“ შემოღება, რომელიც პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ პარლამენტში განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენის დროს სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა.

მისივე აზრით, აღნიშნული საგნის სახელმძღვანელოს შექმნა საქართველოში ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელებას ემსახურება.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი სასკოლო საგნის „თავდაცვის და უსაფრთხოების“ შემოღება, რომელიც მიზნად ისახავს პატრიოტული სულისკვეთების გაზრდასა და მოზარდი თაობისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო. თავდაცვის სამინისტროსგან ვიცით, რომ სახელმძღვანელოს შექმნა ემსახურება საქართველოში ტოტალური თავდაცვის პრინციპის განხორციელებას, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტია აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო და საინფორმაციო კომპონენტი, ასევე ქვეყნის უდიდესი სარეზერვო პოტენციალის შექმნა. ძირითადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მოგვეპოვება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მხრიდან და ამ პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. გვაინტერესებს განათლების სამინისტროს კონკრეტული ხედვაც“, - განაცხადა კობალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს