გიორგი ჩოგოვაძე - დაახლოებით ერთ წელიწადში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი გვექნება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა.

მისი განცხადებით, მეორე ფაზის სამუშაოებით განსაზღვრულია აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა, რის შემდეგაც ტერმინალის ექსტერიერი დასრულებული იქნება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვა, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. დაიწყო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები, რომელიც გულისხმობს შენობის შეფუთვასა და გადახურვას. შემდეგი ეტაპები იქნება საინჟინრო სისტემების გაყვანა. პარალელურად მოხდება ახალი ტერმინალის სპეციალური დანადგარებითა და ავეჯით აღჭურვა. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი გვექნება“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ახლო მომავალში დაიწყება ტერმინალის ლანდშაფტის პროექტირება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცე სრულად გახდება გაფრენის ზონა, ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისათვის იქნება განკუთვნილი.

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა