კახი კავსაძე - გურანდა გაბუნია იყო თავდადებული და ხელოვნებაზე შეყვარებული არტისტი

გურანდა გაბუნია იყო თავდადებული და ხელოვნებაზე შეყვარებული არტისტი, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან მსახიობ გურანდა გაბუნიას შემოქმედება მსახიობმა კახი კავსაძემ.

მისი თქმით, გურანდა გაბუნია იყო უნიჭიერესი მსახიობი, რომელიც თავის საქმეში მაქსიმალურად იხარჯებოდა.

„შეიძლება ითქვას, მისი ავადმყოფობა მისმა პროფესიამ დააჩქარა. გურანდა გაბუნია განსაკუთრებული ქალბატონი იყო. ის ჩემი მეუღლის ახლობელი იყო, ერთად სწავლობდნენ თეატრალურ ინსტიტუტში და აქედან მიყვარდა გურანდა", - განაცხადა კახი კავსაძემ.

გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა. მსახიობს მისი მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო