ბექა ოდიშარიამ მიხეილ ბატიაშვილს პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადა

პარლამენტის წევრმა, კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მის სამაჟორიტარო ოლქში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იოლი და სწორი კომუნიკაციის, რის შედეგადაც ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მოხდა უსინათლო ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ამან მიიღო პერმანენტული სახე, ამასვე მიება აუტისტური სპექტრის ბავშვების უზრუნველყოფა ანალოგიური სერვისით. მოხდა უსინათლოთა კულტურის ცენტრის დაფინანსების გაზრდა 9 თვიდან 12 თვემდე, ამისათვისაც მადლობას მოგახსენებთ. აქვე მინდა გითხრათ კიკეთის სკოლასთან დაკავშირებით პრინციპულ გადაწყვეტილებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დაბისათვის, იმიტომ, რომ იქ, კიკეთში ახალი სკოლა გაკეთებულიყო. პრაქტიკულად ძველის საფუძველზე, მაგრამ ხდება ისეთი რეკონსტრუქცია, რომ შემიძლია გითხრათ - ახალს უდრის“, -განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო