კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, დმანისსა და ბოლნისში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ რეგიონული ტურები გაიმართა

დმანისსა და ბოლნისში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ რეგიონული ტურები კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს, ღონისძიებას დმანისში საგანმანათლებლო ცენტრმა უმასპინძლა და მასში 80-მდე სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. „ეტალონი მოსწავლე“ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე რაუფ რამაზანოვი გახდა. ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის 84 მოსწავლე იბრძოდა. საათნახევრიანი დაძაბული ინტელექტ-შეჯიბრი აქ სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის გოჰარ ხურშუტიანის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 80 ქულა დააგროვა.

რეგიონულ ტურებში პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები „არემჯიმ“ სამახსოვრო პრიზებით და 250, 150 და და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით დაასაჩუქრა. ასევე, 200-200 ლარიანი ვაუჩერები გადაცათ კაზრეთის N1 და კაზრეთის N2 საჯარო სკოლების საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს.

„ეტალონს“ ვგულშემატკივრობთ და თვალს ვადევნებთ მისი დაარსების დღიდან. ჩვენ ცხადია, ვადევნებთ თვალს პროექტის მიმდინარეობას საქართველოს მასშტაბითაც. ჩვენი კომპანია ოპერირებს ბოლნისის რაიონში. საწარმო მდებარეობს დაბა კაზრეთში და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად მიმართულია ამ რეგიონისკენ. კომპანია „არემჯი“ ხელს უწყობს და ჩართულია დაბა კაზრეთის თითქმის ყველა კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტში. გამომდინარე იქიდან, რომ კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონის“ ჩემპიონატებში, ჩვენც გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა და დმანისი - ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ვყოფილიყავით ასპარეზობის ერთ-ერთი მხარდამჭერი. ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობის გაგრძელებას და „ეტალონის“ფინალურ ეტაპებზეც დავაწესებთ სპეციალურ პრიზს,“ - განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

ბოლნისის და დმანისის “ეტალონი მოსწავლეები” ზაფხულში სხვა რეგიონების გამარჯვებულებთან ერთად ფინალურ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და 2019 წლის ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულისათვის იბრძოლებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს