„ნაცმოძრაობა“ - ჩვენს ვებ-გვერდზე კიბერშეტევა მოხდა, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ განხორციელდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი ვებ-გვერდის მობილურ ვერსიაზე კიბერშეტევა განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო საშუალებაზე ჰაკერულ თავდასხმას აქვს ადგილი.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ქმედებები განსაკურებით ინტენსიური ხდება საარჩევნო პერიოდში.

„ვებ-გვერდის მეშვეობით მთავარი ოპოზიციური პარტია აქტიურად აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ქვეყნაში არსებულ მძიმე მდგომარეობის, აგრეთვე კვალიფიციურ შეთავაზებებს აუცილებელი ცვლილებების და რეფორმების დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოქმედება განხორციელდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ.

გვსურს განვაცხადოთ, რომ მსგავსი მეთოდებით ბრძოლა ვერ შეაჩერებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასასრულს და კიდევ ერთხელ ააშკარავებს ხელისუფლების ჭეშმარიტ სახეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა