ოთარ კახიძე განათლების მინისტრს - ეს რა დამოკიდებულებაა პარლამენტის მიმართ, რომ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩვენ შემდეგ გვაცნობებთ და მერე ტაშს დაგიკრავენ?

ეს რა დამოკიდებულებაა პარლამენტის მიმართ, რომ თქვენ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, შემდეგ ჩვენ აქ გვაცნობებთ და მერე ტაშს დაგიკრავენ? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში.

ოთარ კახიძის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა, იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განათლების სამინისტრომ ახლა განაცხადა, არაფერი ეწერა.

„პირველი კითხვა, რომლითაც მინდა დავიწყო, ეხება თქვენს სამთავრობო პროგრამას. პარლამენტმა რომელ პროგრამასაც ნდობა გამოუცხადა, რომელიც ჩვენ წინაშე იყო წარმოდგენილი, იქ თქვენი ე.წ რეფორმის შესახებ არაფერი არ ეწერა. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და თქვენ, როგორც მთავრობის წევრი, ვალდებული ხართ არა პოსტფაქტუმ გვაცნობოთ - „ამ რეფორმას ვატარებ და ეს გადაწყვეტილება მივიღეო“, არამედ, პოლიტიკის ძირითად მიმართულებას პარლამენტი განსაზღვრავს. დღეს ჩვენ თქვენ რაღაც გადაწყვეტილებებს ვისმენთ ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ გვაქვს წარმოდგენილი, არანაირი განხილვა არ გამართულა წინასწარ, კონცეფციის დონეზე მაინც, განათლების კომიტეტში. ეს რა დამოკიდებულებაა პარლამენტის მიმართ, რომ თქვენ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, შემდეგ ჩვენ აქ გვაცნობებთ და მერე ტაშს დაგიკრავენ? ეს არის თქვენი მიდგომა?“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ამასთან, დეპუტატი გარკვეული გამოცდის გაუქმების საკითხსაც შეეხო.

„მეორე კითხვა ეხება გადაწყვეტილებას ზოგადი უნარების ტესტის გაუქმებასთან დაკავშირებით და ზოგადად, ე.წ კატის ტესტის გაუქმებას. თქვენ ამბობთ, რომ ტესტს ვერ აბარებენ მოსწავლეები, ემზადებიან რეპეტიტორებთან, ამიტომ აუქმებთ გამოცდას. უკაცრავად, მაგრამ სასკოლო პროგრამას ხომ შეესაბამება ის გამოცდები, რომლებიც ბოლოს ტარდება? ეს ე.წ კატის გამოცდა ხომ სასკოლო პროგრამის შესაბამისია. ასევე, მისაღები გამოცდებიც ხომ ამის შესაბამისია? რეპეტიტორებთან რატომ ემზადებიან ადამიანები და რატომ იღებემ დაბალ ქულას გამოსაშვებ გამოცდაზე? იმიტომ ხომ არა, რომ სკოლაში განათლების ხარისხი დაბალია?! განათლების ხარისხი თუ დაბალია, მაშინ პრობლემა ხომ ეს არის და არა ამის გამოხატულება, რომელიც უკვე რეპეტიტორთან მომზადებაში და იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდაზე ისინი დაბალ ქულას იღებენ. თქვენ პრობლემას ებრძვით თუ პირიქით?“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს