რომან გოცირიძე  - განათლების სამინისტრომ 12 მილიონი ლარით აზარალა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

განათლების სამინისტრომ 12 მილიონი ლარით აზარალა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, - ასე მიმართა განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, სამინისტროს დღემდე არ მიუცია უფლება უნივერსიტეტისთვის, რომ მობილობით მიიღოს სტუდენტები.

„თქვენ ალბათ გუშინ მოისმინეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო დემოკრატიის ინდექსით უკან წავიდა. „ფრიდომ ჰაუსის“ დირექტორმა ამაში პირდაპირ დაგდოთ ბრალი თქვენ, თქვენს სამინისტროსა და თქვენ დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს. გასულ წელს, საქართველოს დემოკრატიის ხარისხის გაუარესების ორი მიზეზი იყო. პირველი - უსამართლო არჩევნები, ამ არჩევნებშიც გამოყოფილი იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და მოსყიდვა, ამ ვალების განულების სახით და მეორე-ის ტერორი, რაც თქვენ განახორციელეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ. ეს საკითხი მოხვდა ასევე ევროსაბჭოს რეზოლუციაში. საერთაშორისო და შიდა ზეწოლის შემდეგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აღუდგა ავტორიზაცია, მაგრამ მიუხდავად ამისა, თქვენ დღემდე არ მიგიციათ მობილობის უფლება. სტუდენტებს, რომლებსაც უნდათ სწავლა გააგრძელონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, დღემდე არ აქვთ ამის შესაძლებლობა. თქვენმა უწყებამ ეს უნივერსიტეტი 12 მილიონი ლარით აზარალა. 800 სტუდენტს აუკრძალეთ ამ უნივერსიტეტში სწავლა. როდესაც შეიტანენ სასამართლოში ამ საკითხს და ბიუჯეტს მოუწევს ამ 12 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა, მაშინ მოგეთხოვებათ პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს თქვენ არ იქნებით განათლების მინისტრი. თქვენი გამართლება არ იქნება ის, რომ მაშინ ახალი მისული იყავით. იმის შემდეგ, ბევრმა წყალმა ჩაიარა და თქვენ შეგეძლოთ ეს ნაბიჯი გადაგედგათ. რაც შეეხება თქვენს წინამორბედს ალექსანდრე ჯეჯელავას და აკრედიტაციის ცენტრის დირექტორს თამარ სანიკიძეს, პირდაპირ ემუქრებათ განსასჯელის სკამი იმის გამო, რაც მათ გაუკეთეს დემირელის კოლეჯსა და აჭარის სემინარიას, როდესაც ეს სასწავლო დაწესებულებები გაანადგურეს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს