ოთარ ფარცხალაძის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის განხილვა უნდა გამართულიყო, გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე ფარცხალაძის გამოუცხადებლობა გახდა.

პროცესის გადადების შუამდგომლობით სასამართლოს ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება. მან მოსამართლეს მიმართა თხოვნით, საპატიოდ ჩათვალოს მისი სასამართლოში გამოუცხადებლობა, ვინაიდან საქმე მის ჯანმრთელობას ეხება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ.

ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.

შემდეგი სხდომა 12 მარტს, 11:00 სათზე გაიმართება.

ოთარ ფარცხალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ცემას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს