მალხაზ მაჩალიკაშვილი - ეს ხელისუფლება შეცდომაა თავისი სუს-ით, მოსამართლეებით და სასამართლოთი - მათ არ იციან, რას სჩადიან

ეს ხელისუფლება შეცდომაა, მათ ღირსება არ აქვთ, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

ამასთან, როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, საჭიროა, რომ მისი შვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„რაც შეეხება კომისიის შექმნის საკითხს, ჩვენ ყველა ერთად მოვითხოვთ, რომ შეიქმნას ეს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, დღეს ეს ყველაფერი საზოგადოებამ გაიგოს. იქ დაიკითხებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ აქვთ რაღაც მასალები. სინამდვილეში, მათ საერთოდ არაფერი აქვთ. თავისი ჭკუით, მეც და ხალხსაც გვატყუებენ. ეს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაულია. იმედი მაქვს, რაღაცები გაირკვევა. იმედი მაქვს იმ პარტიების, რომლებიც ამ საქმეს ხელს მოკიდებენ, იქნება ეს „ევროპული საქართველო" თუ „ნაციონალური მოძრაობა". განსხვავებით ხელისუფლებისგან, ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი არიან. ამას ვიტყვი პირდაპირ. მთლიანობაში, შეცდომაა მთელი ეს ხელისუფლება თავისი სუს-ით, მოსამართლეებით და სასამართლოთი. მათ არ იციან რას სჩადიან. ესენი არ არიან ადამიანები, მათ არ აქვთ ღირსება“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს EMC-ის ორგანიზებით შეხვდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს