ბიძინა გეგიძე უმრავლესობიდან შესაძლო გასვლაზე - მოსამართლეების არჩევის საკითხი ეროვნული ინტერესების ტოლფასია - ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და არჩევის საკითხი ჩემთვის ეროვნული ინტერესების ტოლფასი თემაა - ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, - ასე უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ კითხვას, არის თუ არა ის იმ დეპუტატებს შორის, ვინც უმრავლესობის შემადგენლობიდან შესაძლო გასვლაზე საუბრობს.

“მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ნიშნულზე ავიყვანე - თამასა არის ეროვნული ინტერესები! ამ ყველაფრის შემდეგ ვერ წარმომიდგენია, რომ პარლამენტში უზენაეს სასამართლოში ასარჩევად მოსამართლეობის კანდიდატების იგივე სია შემოვიდეს. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო პირველივე დღიდან“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ის იმ შედეგის მისაღებად აპირებს ბრძოლას, რაც პირადად მას პრინციპული ჰგონია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო