სუს-ის მიერ დაკავებული ზაქარია ქინქლაძის შვილი აცხადებს, რომ მამამისის მიერ ქრთამის აღება სიმართლეს არ შეესაბამება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის, ზაქარია ქინქლაძის შვილი, ლევან ქინქლაძე აცხადებს, რომ მამამისის მიერ ქრთამის აღება სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც დაკავებულის შვილმა განაცხადა, სახლში ჩხრეკა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მოულოდნელი იყო ჩვენთვის. როგორც გავიგე, დიდ თანხას ეძებდნენ, თუმცა გაფორმებული სანადირო თოფის და 1000 ლარის მეტი ვერაფერი ნახეს. კარგად ვერ გავეცანი სუს-ის ოფიციალურ განაცხადებას, თუმცა ქრთამის აღება სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ლევან ქინქლაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, ასევე უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: შპს „გრემი“-ს დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა, შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლ და მოქალაქე ვაჟა ფ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა