ზვიად კვაჭანტირაძე - მასწავლებელს სჭირდება დამსახურების, ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცილებით მეტი ხელფასი, ვიდრე დღეს გვაქვს

მასწავლებელს სჭირდება დამსახურების, ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცილებით მეტი ხელფასი, ვიდრე დღეს გვაქვს სკოლებში, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ.

ზვიად კვაჭანტირაძემ ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის როლზე.

„მასწავლებელი არის სკოლის და განათლების ქვაკუთხედი. მასწავლებელს სჭირდება გაცილებით მეტი მხარდაჭერა, სჭირდება დამსახურების, ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით გაცილებით მეტი ხელფასი, ვიდრე დღეს გვაქვს სკოლებში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მასწავლებლების ხელფასი გაიზარდოს სკოლაში და რაც უფრო მეტს გამოვყოფთ ბიუჯეტიდან განათლების კომპონენტზე, მით უფრო კარგად წავა ჩვენი ქვეყნის საქმე“, - აღნიშნა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, მისასალმებელია მინისტრის სურვილი და მონდომება დაიწყოს განათლების მიმართულებით სერიოზული რეფორმა. როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, საჭიროა საკმარისი არგუმენტების წარმოდგენა იმის მხარდასაჭერად, რომ გამოცდების მოხსნით უნდა დაიწყოს სკოლის გაძლიერება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა