ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულის დედა - ჩემი შვილი დანაშაულს თაღლითობის ნაწილში დაკავების დღიდან აღიარებს და მანამდეც აღიარებდა

ქეთი მურუსიძე თავის დანაშაულს, თაღლითობის ნაწილში დაკავების დღიდან აღიარებს და მანამდეც აღიარებდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებულის, ქეთი მურუსიძის დედამ, თეონა ტყაბლაძემ.

მისი განმარტებით, საკონტროლო შესყიდვისას ამოღებულ ნარკოტიკზე ქეთი მურუსიძის დნმ არ ამოსულა. "ბევრი მტკიცებულება არის იმისა, რომ მას ნარკოტიკების რეალიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. მან მოცილების მიზნით აგენტ-პროვოკატორს გაციების წამალი, "ფლუკოლდი" მისცა. ნივთმტკიცება ნარკოტიკით აგენტ-პროვოკატორმა შეცვალა თუ არა, არ ვიცი. საკონტროლო შესყიდვისას ამოღებულ ნარკოტიკზე, რომელიც აგენტ-პროვიკატორმა პროკურატურას მიაწოდა,

ექსპერტიზის შედეგად, ქეთის დნმ არ ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქეთის ამ ნაწილში ბრალი არ მიუძღვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს სასამართლოსი", - განაცხადა ტყაბლაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა