მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC „ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ დანერგვას იწყებს

MBC ოფიციალურად შეუერთდა ინიციატივას, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. შედეგად კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ დანერგოს „ქალთა გაძლიერების პრინციპები“ (WEPs), რომელიც 7 ძირითადი წესისგან შედგება.

7 ნაბიჯი ქალთა უფლებების გაფართოებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შემუშავებული ერთგვარი სახელმძღვანელოა კერძო ბიზნესკომპანიებისათვის. ინიციატივის მთავარი მიზანი მდგრადი ცვლილების უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაა.

„ინიციატივის წევრი კომპანიები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ შეიცვალოს და დაწინაურდეს ქალის როლი სამსახურსა და ზოგადად, საზოგადოებაში. ათასობით წევრი კომპანიის მიზანი კი ერთია - მეტი ქალი ბიზნესში, მეტი ქალი ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ჩვენც დიდი სიამაყით შევუერთდით ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალთა ეკომონიკურ გაძლიერებაში ჩვენს როლსაც შევიტანთ,“ - განაცხადა MBC -ის საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორმა ეთერ ჩაჩიბაიამ.

აღნიშნული ინიციატივის 7 პრინციპი კი ასე გამოიყურება: ძლიერი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბება გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად; თითოეული ქალისა და მამაკაცისადმი სამართლიანი დამოკიდებულება სამსახურში - ადამიანის უფლებების დაცვისა და არადიკსრიმინაციული მიდგომის პატივისცემა და მხარდაჭერა; თითოეული ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ქალთა განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საწარმოს განვითარებაში, მიმწოდებელთა ქსელსა და მარკეტინგულ საქმიანობაში ისეთი ინსტრუმენტების დანერგვა, რომლებიც გააფართოებს ქალთა უფლებებს; თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ინიციატივებისა და ადვოკატირების გზით; პროგრესის გაზომვა და საჯარო ანგარიშგება გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა