საფრანგეთმა იტალიიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთმა იტალიიდან კონსულტაციისთვის ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ წერს.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს საპროტესტო მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გააკრიტიკეს.

„ბოლო ჩარევა კიდევ ერთი პროვოკაციაა და ეს მიუღებელია“, - აღნიშნეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში იტალიის ვიცე-პრემიერს მოუწოდეს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რათა ზიანი არ მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს.

აღსანიშნავია, რომ 7 იანვარს იტალიის ვიცე-პრემიერმა ლუიჯი დი მაჯიომ მხარდაჭერა გამოუცხადა „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობას.

„ახალი ევროპა იბადება - ყვითელი ჟილეტების, მოძრაობებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა“, - განაცხადა მაშინ იტალიის ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა