მიხეილ ბატიაშვილი - რეპეტიტორებს არ ვებრძვით

რეპეტიტორებს არ ვებრძვით, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

დეპუტატები მინისტრისგან დაინტერესდნენ, თუ რატომ გაუქმდა სასკოლო გამოცდები და არის თუ არა ეს რეალურად გამოცხადებული ბრძოლა რეპეტიტორებთან.

„ყველაზე აქტიურად დასმული კითხვა, რაც ეხებოდა გამოცდების გაუქმებას. მე ვფიქრობ ცოტა არასწორი აქცენტები დაისვა, თითქოს ჩვენ ვებრძვით რეპეტიტორებს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს თავისთავად ისეთი თემაა, რომელსაც ირჩევს ბავშვი, მშობელი და თავად რეპეტიტორი. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვებრძვით იმას, რომ არ შეიძლება სისტემა ემსახურებოდეს მხოლოდ ამ სფეროს. არ შეიძლება მე-11, მე-12 კლასში განათლების ძირითადი მიმწოდებელი გახდეს რეპეტიტორის ინსტიტუტი“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა