მიხეილ ბატიაშვილი - 50 ათასი ბავშვია, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს

50 ათასი ბავშვია, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ეს ბავშვები განათლებაში უნდა დააბრუნონ, რისთვისაც მათ სამინისტრო როგორც პროფესიულ სასწავლებლებში უფასო სწავლებას, ასევე გადამზადების კურსს სთავაზობს.

„რომ დავთვალეთ რაოდენობრივად, ამ წლების განმავლობაში, მივიღეთ დაახლოებით 50 ათასი ბავშვი, რომელსაც სკოლა არ აქვს დამთავრებული. ეს მართლაც პრობლემაა ჩვენთვის. ვიმუშავეთ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მივხედოთ ამ 50 ათას ბავშვს. ჩათვალეთ ეს არის უზარმაზარი რიცხვი, რომელიც დავტოვეთ გარეთ განათლების გარეშე. რამდენიმე დღის წინ გვქონდა საუბარი, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? - ერთია პროფესიული პროგრამები და ახლა ვმუშაობთ. ეს ბავშვები უნდა დავაბრუნოთ. ვმუშაობთ შევქმნათ საკონსულტაციო სივრცეები და გავაჩინოთ რამდენიმე ალტერნატივა. ერთი ალტერნატივა არის პროფესიული სასწავლებლები, სადაც მზად ვართ ამ ბავშვებს სწავლა დავუფინანსოთ და მეორეა გადამზადების კომპონენტი, რომელსაც 1-ელი მარტიდან ვუშვებთ და ასეთი კომპონენტები ყოველთვიურად დაემატება. ბავშვებს მივცემთ საშუალებას გარკვეული მიმართულებით პროფესიებში, სადაც შესაძლებელია ნაკლებ დროში მიიღონ ცოდნა, გადამზადებას შევთავაზებთ.

1-ელ მარტს ცხადდება გადამზადების კურსი, მაგალითად, როგორიც არის მშენებლობა. პროფესიული სასწავლებლების ბაზებზე შევთავაზებთ მათ თუნდაც პროფესიული სასწავლებლების ან გადამზადების კუთხით სწავლას. ვაცნობიერებთ, რომ გადასაჭრელი გვაქვს ეს პრობლემა, რადგან უზარმაზარი რიცხვია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა