მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ სკოლებს, რომ დავუბრუნოთ თავისი ფუნქცია, რასაც ცოდნის გადაცემა ჰქვია

ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ სკოლებს, რომ დავუბრუნოთ თავისი ფუნქცია, რასაც ცოდნის გადაცემა ჰქვია, ამ კომპონენტში უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ კორუფციის რისკები, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, უნდა ვენდოთ სკოლებს და მასწავლებლებს, რომ დაიბრუნონ ის ფუნქცია, რაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ. „ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ სკოლებს, რომ დავუბრუნოთ თავისი ფუნქცია, რასაც ცოდნის გადაცემა ჰქვია, ამ კომპონენტში უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ კორუფციის რისკები. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ვერ ჩავკეტავთ მომავალ განათლებას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ კორუფციის ნიშნები მაქსიმალურად დავაზღვიოთ. არ დავუშვათ, მაგრამ პირველი პოსტულატი ის, რომ კორუფცია არის მთავარი და განათლებაზე არ ვიფიქროთ, ასე არ არის. ჩვენი ამოცანაა, დავეზღვიოთ ყველანაირად, მაგრამ ვენდოთ სკოლებს და მასწავლებლებს, რომ დაიბრუნონ ის ფუნქცია, რაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ. გვაქვს ხედვა, რომელიც დაფუძნებულია კვლევებზე, რაც დეტალურად ორშაბათს გავრცელდება სამინისტროს ვებ-გვერდზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო