მიხეილ ბატიაშვილი - უფასო მომზადების პროგრამები უნდა გავაძლიეროთ

უფასო მომზადების პროგრამები უნდა გავაძლიეროთ, ამაზე ვმუშაობთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშრებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„აქ იყო კითხვები ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ამ მიმართულებით არაფერი იცვლება. 4+1 ჩვეულებრივად რჩება. პირიქით, ის პროგრამები, რომლებიც უნივერსიტეტში არის, უფასო მომზადების პროგრამები უნდა გავაძლიეროთ, ამაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მინისტრმა რეგიონებში ოლიმპიადების ჩატარების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული სეგმენტი უნდა გაძლიერდეს.

„კიდევ ერთი სიახლე, რაც გვექნება, რეგიონალური ოლიმპიადების გაძლიერებაა, სწორედ ამ ნაწილისთვის და საკმაოდ დეტალური გეგმა კეთდება. ვმუშაობთ, ოლიმპიადა როგორ გავაკეთოთ რეგიონულ ჭრილში, რომ უფრო მეტად წავახალისოთ. ამიტომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება, კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნება სახელმწიფოდან უზურნველყოფილი, რომ დღეს რასაც მივაღწიეთ ელემენტარულია და ჩვენც ვგრძნობთ, რომ განვითარება სჭირდება“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა