განათლების მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მობილობის უფლებას ვერ აძლევენ, რადგან ამას კანონი კრძალავს

განათლების მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მობილობის უფლებას ვერ აძლევენ, რადგან ამას კანონი კრძალავს. აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეკითხვას უპასუხა უნივერსიტეტთან დაკავშირებით.

„როგორც ვიცი, უნივერსიტეტმა დავალიანება დაფარა, მთლიანად საბიუჯეტო დავალიანება. შესაბამისად, ყველა მტკიცებულება წარუდგინა დამოუკიდებელ საბჭოს, რომ როგორც საბიუჯეტო დავალიანება ჰქონდა დაფარული, ასევე სხვა ფინანასური რისკებიც გათვალისწინებული იყო. საბჭომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო.

რაც შეეხება მობილობის პრობლემას, ესაა კანონში გასასწორებელი, რადგან კანონში არის ასეთი მუხლი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, დროებით ავტორიზაცია ჩამორთმეულ უნივერსიტეტს უკრძალავს მობილობას. მე მოხარული ვარ, რომ რამენაირად დავეხმაროთ, მაგრამ კანონში გვჭირდება ცვლილება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო