ორგანიზაციამ „თავისუფალი რუსეთის ფონდი“ საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა

არაკომერციულმა ორგანიზაციამ „თავისუფალი რუსეთის ფონდი“ საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა. საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როგორც ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ეგორ კუროპტევმა განაცხადა, „თავისუფალი რუსეთის ფონდი“ რუსმა ემიგრანტებმა 4 წლის წინ გახსნეს და სათავო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. მისი განცხადებით, ფონდი მიზნად ისახავს რუსეთში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ხელშეწყობას, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლასა და მდგრადი დასავლური პოლიტიკის ფორმირებას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ახლა ვიწყებთ. ეს პროექტი რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და ექსპერტებისთვის სივრცეს შექმნის იმ მთავარი გამოწვევების განსახილველად, რომლის წინაშეც, პირველ რიგში, საქართველო დგას. ფონდი ასევე იმუშავებს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სათავო ოფისი თბილისში იქნება. მე, როგორც მისი წარმომადგენელი, დაინტერესებული ვარ იმ პრობლემებით, რაც საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში არსებობს: ოკუპაცია, 2008 წლის ომი და ის განწყობა, რომელიც შექმნილია ქართულ ახალგაზრდობაში, რომლებსაც არასოდეს უნახავთ რამე კარგი რუსეთისგან. შევეცდებით ეს გამოვასწოროთ სხვადასხვა ფორმატებისა და დისკუსიების მეშვეობით, ობიექტური ინფორმაციის უზრუნველყოფით.

რუსეთის მოქალაქეებისაც მივაწოდებთ ობიექტურ ინფორმაციას იქიდან გამომდინარე, რომ მათ ცოტა რამე თუ იციან საქართველოზე, ომსა და ოკუოპაციაზე, ვინაიდან პროპაგანდა ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ამ პროპაგანდის წინააღმდეგ დაპირისპირება იქნება“, - განაცხადა ეგორ კუროპტევმა.

„თავისუფალი რუსეთის ფონდმა“ 2018 წლის დეკემბერში 12-კაციანი დირექტორთა საბჭო დაამტკიცა, რომლის წევრებიც არიან დევიდ კრამერი, იან კელი, თომას მელია, ვლადიმირ ყარა-მურზა, ალინა პოლიაკოვა და სხვ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს