მიხეილ ბატიაშვილი - მანდატურის სამსახური კვლავ რჩება გამოწვევად, თუმცა ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები

მანდატურების კვალიფიკაციის საკითხი კვლავ რჩება სამინისტროსთვის გამოწვევად, თუმცა გადადგმულია პოზიტიური ნაბიჯებიც, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა დეპუტატების კითხვას - რა გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში სკოლებში უსაფრთხოების კუთხით. მინისტრმა მანდატურის სამსახურის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. აქ უნდა აღინიშნოს ამერიკის მანდატურების ასოციაციასთან თანამშრომლობა, მათთან თანამშრომლობით და შსს-სთან კოორდინაციით შემუშავდა ახალი პროგრამები და დაიწყო მანდატურების ძალიან ინტენსიური გადამზადება. ვიყენებთ ამერიკული მხარის რეკომენდაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია მანდატურის სამსახურის რეგიონული ცენტრების შექმნა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რვა ცენტრის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დღეს მანდატურები ასრულებენ სწორედ იმ ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდნენ და ეს უფლებები კიდევ გასაფართოებელია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანი კომპონენტია ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერება. მინისტრმა უახლოეს მომავალში ორი რეგიონული ფსიქოლოგიური ცენტრის აშენება დააანონსა.

,,უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი კომპონენტი იყო ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერება, პრევენცია დანაშაულის. გეტყვით, რომ ამ ცენტრების კუთხით სიახლე გვაქვს: სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში ორი ცენტრი გაიხსნება და ჯამში სულ ათი ცენტრი გვექნება. ფსიქოლოგები, რომლებიც ამ ცენტრებში მუშაობენ, მაქსიმალურად არიან ჩართული დანაშაულის პრევენციის პროცესში. მიხარია, რომ ნდობა გაიზარდა და 3 ათასზე მეტი მიმართვიანობა იყო. ეს ერთის მხრივ ცუდია, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია, რომ ნდობა იზრდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრმა სკოლების უსაფრთხოებაში სამინისტროს 24-საათიანი „ცხელი ხაზისა“ და ახალი ვებ პორტალის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ ახალი პორტალი საზოგადოებასთან კომუნიკაციას და ინფორმირებულობას გაზრდის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს