მიხეილ ბატიაშვილი - სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა შემაშფოთებელია

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა შემაშფოთებელია და მათი რაოდენობის 25%-ის პრობლემას ფინანსები წარმოადგენს,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი სტატუსშეჩერებული სტუდენტები, რადგან აქაც გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა. რიცხვები მართლაც ძალიან მძიმეა. რამდენიმე ათი ათასეულს აღწევს. გვაქვს კვლევა, რამ გამოიწვია ეს პირობები, რომელიც გაშლილია 10 პარამეტრში. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომპონენტი არის ფინანსური კომპონენტი, თუმცა არის სხვადასხვა პრობლემებიც, როგორიცაა ქვეყნიდან გამგზავრება, ოჯახური პრობლემები, ჯანმრთელობა და ა.შ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაახლოებით, 25% -ის პრობლემა არის ფინანსები. ამ პრობლემას უნივერსიტეტების გარეშე ვერ გადავჭრით. გვჭირდება კონსულტაცია რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად, ანუ სახელმწიფომ, უნივერსიტეტმა რისი პასუხისმგებლობა აიღოს და რა შეიძლება შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმები, რომ ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ მობრუნდნენ და ფინანსური პრობლემები უქმნით პრობლემას, რა შეიძლება გაკეთდეს. შემაშფოთებელია სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. შემოდგომაზე ვაპირებთ წარმოვადგინოთ რას ვაპირებთ“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს