მიხეილ ბატიაშვილი - თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, ერთი წელი მას არ აქვს საშუალება, აღმოფხვრის შემთხვევაში, განაცხადი თავიდან შემოიტანოს, რაც არასწორია

თუ უნივერსიტეტმა დაკარგა ავტორიზაცია, ერთი წელი მას არ აქვს საშუალება, აღმოფხვრის შემთხვევაში, განაცხადი თავიდან შემოიტანოს. ეს არ არის სწორი და ამაზე ვიმუშავებთ,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„უნივერსიტეტმა შეიძლება ერთი თვეში გამოასწოროს პრობლემები, თუმცა ერთი წლით დაცდა უწევს. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი დროულად შეძლებს ხარვეზების გასწორებას, ჩვენ ამას მივესალმებით“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის შესახებ საუბრისას მინისტრმა განმარტა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება, შეეჩერებინა უნივერსიტეტისათვის პირველკურსელთა მიღება, ეფუძნებოდა უნივერსიტეტის დავალიანებას, რის გამოც შესაძლებელი იყო გარკვეული რისკები გაჩენილიყო.

„ამას თავად უნივერსიტეტიც აღიარებდა. როგორც კი შავი ზღვის უნივერსიტეტმა დაფარა მთლიანი დავალიანება და წარუდგინა საბჭოს შესაბამისი დოკუმენტაცია, დამოუკიდებელმა საბჭომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“,- განაცხადა მინისტრმა.

მობილობის თემაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონის თანახმად, სტუდენტს პირველი ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება მობილობაში მონაწილეობის მიღება. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა