ლევან გოგიჩაიშვილი - ვერანაირად დავუშვებ, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ვინმეს დანაშაულის გაუხსნელობა ვაპატიოთ

ვერანაირად დავუშვებ, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ვინმეს დანაშაულის გაუხსნელობა ვაპატიოთ, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადების პასუხად განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, ე.წ. პირადი ცხოვრების კადრების საქმის გამოძიება რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა გამოძიებასაც აქვს ლოგიკური ვადა, რომელიც ჯერ არ გასულა. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვადაგადაცილება მოხდება, შს სამინისტროს პასუხების გაცემა მოუწევს.

"არის უდიდესი საქმე და ასეთ გამოძიებას მაღალი კვალიფიკაცია და მატერიალური ბაზა დასჭირდება და რთულია, რადგან სივრცე, სადაც მათ უწევთ მუშაობა, არის რთული, მაგრამ არსებობს გონივრული ვადა. თავისი სირთულიდან გამომდინარე ეს გონივრული ვადა ჯერ არ გასულა, მაგრამ როდესაც ვიტყვით, რომ ეს ვადა ამოიწურა, შს სამინისტროს მოუწევს პასუხის გაცემა. ვერანაირად დავუშვებ იმას, რომ ვინმეს სირთულიდან გამომდინარე ვაპატიოთ საქმის ვერ გახსნა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა