ადვოკატი - ის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც გამოძიებამ წარმოადგინა, აგენტ-პროვოკატორს გზაში აქვს შეცვლილი

ის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც გამოძიებამ წარმოადგინა, აგენტ-პროვოკატორს გზაში აქვს შეცვლილი, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე მსჯავრდებული ქეთი მურუსიძის ადვოკატმა, გია გოროზიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქეთი მურუსიძის მხრიდან ნარკოტიკების რეალიზაციას ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი მისი მხრიდან მხოლოდ თაღლითობის ფაქტს ადასტურებს.

„სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა და ის ჩემი ღრმა რწმენით, დაუსაბუთებელი იქნება. ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნდა, რომ ქეთი მურუსიძე ეცნო მსჯავდრებულად იმ ნაწილებში, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღებას ეხება.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასამართლომ, ვერ გეტყვით. როცა კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული განაჩენი ჩაგვბარდება, გავასაჩივრებთ და დეტალებსაც შემდეგ მოგახსენებთ, თუ რას დაეყრდნო სასამართლო.

დაკავების დღიდანვე ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ ქეთი მურუსიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა თაღლითობის ჩადენის ფაქტს. ის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც გამოძიებამ წარმოადგინა, აგენტ-პროვოკატორს გზაში აქვს შეცვლილი, ვინაიდან მას ქეთი მურუსიძემ არანარკოტიკული საშუალებები გადასცა, რომლის დამადასტურებელიც არაერთი მტკიცებულება წარვუდგინეთ საასამართლოს. ამის მიუხედავად, ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო“, - განაცხადა გოროზიამ.

შეგახსენებთ, რომ კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლემ მურისიძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვასა და რეალიზციაში დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება თაღლითობის ეპიზოდებს, მოსამართლემ მას ეს მუხლი თაღლითობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს