მიხეილ ბატიაშვილი - ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ  მომავალ წელს გვქონდეს უმაღლესი განათლების ახალი მოდელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალ მოდელზე ისაუბრა, რომ არსებული არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.

„არსებული დაფინანსების მოდელი არაფრისმომცემია და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე, თუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვაუჩერული სისტემა რჩება, ის მიჰყვება სტუდენტებს პირდაპირ. რაც შეეხება იმ რესურსს, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებლებზე, რომელიც ჩამოყალიბდება, ანუ რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება. ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ გვქონდეს მომავალ წელს ახალი მოდელი, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი წინანდელთან შედარებით“, - განაცხადა მინსიტრმა. მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან ინტენსიური შეხვედრები და კონსულტაციები მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა