მიხეილ ბატიაშვილი - მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში

მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„სამინისტროების გაერთიანებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. მნიშვნელოვანია კულტურის კომპონენტის გაძლიერება სასწავლო პროგრამებში. ეს არის შესაძლებლობა ბავშვებისთვის, მიიღონ განათლება სასკოლო პროგრამის გარეთ“, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, კულტურული ფასეულობების მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. „არაერთი პროექტი უკვე დაიწყო სკოლის გარეთ აქტივობებისთვის. ბავშვები ჩართული არიან ეროვნულ და სხვადასხვა მუზეუმში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა