პარლამენტი ხვალ მაია ცქიტიშვილს მოუსმენს

“მინისტრის საათის“ ფორმატში ხვალ პარლამენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენს. ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

“მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.

პარლამენტი “მინისტრის საათზე“ მოსმენების გამართვას შემდეგი გრაფიკით გეგმავს: - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი (5-7 მარტი); იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (19-22 მარტი); თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია (2-5 აპრილი); სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი (16-19 აპრილი); შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია (30 აპრილი - 4 მაისი); ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი (14-17 მაისი); ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (25-28 ივნისი); საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი (29 ოქტომბერი - 1 ნოემბერი); ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია (12-15 ნოემბერი); განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი (10 – 13 დეკემბერი).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს