მიხეილ ბატიაშვილი ია კერზაიას საქმეზე - რა პასუხისმგებლობაც ავიღე, იმ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ ბოლომდე

ბევრი კითხვა ისმის ია კერზაიას საქმეზე, ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ადამიანურ ტრაგედიას, მზად ვარ კომიტეტის ფორმატშიც გავაგრძელოთ, მოვყვეთ მთელი პროცესი. არანაირ არიდებაზე არ არის საუბარი. რა პასუხისმგებლობაც ავიღე, იმ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ ბოლომდე. რასაც ვაკეთებ იმაზე პასუხს ვაგებ, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ბატიაშვილმა იმ წერილის მიღების დროზეც ისაუბრა, რის საფუძველზეც აღნიშნულ სკოლაში შემოწმება დაიწყო. „ამ კუთხით ბევრი კითხვა ისმის და ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ადამიანურ ტრაგედიას, რომელიც მოხდა. სამინისტროს სახელით პირველივე დღიდან რამდენჯერმე ოფიციალურად მწუხარება იყო გამოხატული და ამას არ ჰქვია იგნორირება. სამწუხარო ფაქტია და ძალიან ვწუხვარ. ამიტომ არ ვიცი, ასეთ კითხვებს რამდენად შეიძლება გავცე პასუხი. მირჩევნია, ერთიან ქრონოლოგიაში განვიხილოთ ეს ყველაფერი, სადაც მოხსენებას გავაკეთებ. არ ვიცი, როგორი ფორმატი შეიძლება გავაკეთოთ. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ახსენეთ კითხვაში, თუ როგორ ხდება ამის მიღება, წუთებში ამის მიღება არ ხდება. წუთებში ხდება წერილების გადაწერა ერთმანეთზე იმ პასუხისმგებლობების მიხედვით, რომელიც ელექტრონული სისტემით არსებობს. ბრძანება, რომელიც თქვენ ახსენეთ, მიღებულია რაღაც წუთებში, არის მიღებული, თუ არ მეშლება, სამუშაო დღის ბოლოს. გარდა ამისა, თქვენ რომ არ დაგრჩეთ იმის შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ასეთი მაგრები ვართ და ასეთ შემთხვევებში სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებას, წარმოვადგენთ სტატისტიკას, კონკრეტულად წინა წლების განმავლობაში რამდენ შემთხვევაში რამდენად სწრაფად ხდებოდა ეს ყველაფერი და იწყებოდა თუ არა პირველივე დღეს აუდიტი. გვაქვს შემთხვევები, როდესაც პირველ დღეს იწყებოდა აუდიტები“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა