მიხეილ ბატიაშვილი - ყველა იმ პროცესზე, რომელიც სტრუქტურაში მიმდინარეობს, მე ვარ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი

როდესაც წერილში საუბარია მძიმე დარღვევებზე, ჩვენი მოვალეობაა მასზე რეაგირება ძალიან სწრაფად მოვახდინოთ, მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩვენს ბავშვებს ეხება,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ზუგდიდის მე-6 სკოლასთან დაკავშირებთ ყველა შეკითხვაზე მაქვს პასუხი და დეტალურად წარმოვადგენ სტატისტიკას, თუ რამდენი სკოლის შემოწმება ხდება წლების მიხედვით“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატთა კითხვების საპასუხოდ. მისივე თქმით, სრულ ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე ქრონოლოგიურად წარადგენს.

„მზად ვარ კომიტეტზე წარმოგიდგინოთ მთლიანი ანგარიში და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო, რა დროც არ უნდა დასჭირდეს. მე ვარ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი და ყველა იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს, დაწყებული შემოწმებით, დამთავრებული რეფორმით, მე ვარ ერთპიროვნულად პასუხისმგებელი. ჩვენი მოვალეობაა დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისას უსწრაფი რეაგირება გვქონდეს. არანაირი არჩევნების თარიღებს არ ეხება სამეურვეო საბჭოს განხილვის თარიღები. სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების შესწავლას. ეს ემსახურება სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების თუ სხვადასხვა ტიპის დარღვევის აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას. წესით, პარლამენტი თავად უნდა სთხოვდეს სამინისტროს, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო