თსუ-ს დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებები ხვალ გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებები სამეცნიერო სემინარით - „როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?“ ხვალ გაიხსნება.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და იტალიელი მეცნიერები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიება თსუ-ს, საქართველოში იტალიის საელჩოს და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო