დონალდ ტუსკი - ევროკავშირის ლიდერებთან ტერეზა მეის შეხვედრამ მნიშვნელოვანი შედეგები ვერ მოიტანა

ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრამ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან მნიშვნელოვანი შედეგები ვერ მოიტანა. ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაწერა.

„პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრა გაიმართა იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიდეთ ჩიხიდან „ბრექსითთან“ დაკავშირებით. ამ დრომდე არავითარი გარღვევა არ ჩანს. მოლაპარაკებები გრძელდება“, - წერს ტუსკი.

ტერეზა მეიმ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ დაგეგმილ ვადებში აპირებს უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ევროკავშირიდან გამოყვანა. ერთობლივ ოფიციალურ განცხადებაში მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი განაგრძობენ მოლაპარაკებებს შექმნილი ჩიხური მდგომარეობის გადასაწყვეტად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო