სტამბოლში შენობის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ათამდე გაიზარდა

სტამბოლში, 6 თებერვალს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათივე ცნობით, დაშავებულია 13 ადამიანი, რომლებიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, მათ შორის არის მცირეწლოვანიც. მას ოპერაცია გაუკეთდა და მშობლებს გადასცეს. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარის დროს საცხოვრებელ სახლში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. საქმეზე გამოძიებას სტამბოლის პროკურატურა აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა