აშშ-ის პრეზიდენტის პოპულარობის რეიტინგი მკვეთრად დაეცა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოპულარობის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ამას მოწმობს კომპანია „Morning Consult“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტრამპის პოპულარობის რეიტინგმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია და 40 % შეადგინა. ამ გამოკითხვით, სწორედ, 40 %-ს მოსწონს პრეზიდენტის ქმედებები მაშინ, როდესაც 55 % უკმაყოფილებას გამოთქვამს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებენ მხოლოდ 12 შტატში, 27 შტატში კი - უარყოფითად.

გამოკითხვა 1-31 იანვრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 156 ათასმა ადამიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს