რომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილს - უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან

უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან, - ასე მიმართა განათლების კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებებს არა ბატიაშვილი, არამედ სხვა ადამიანები იღებენ, თუმცა ჩანს ბატიაშვილი, ამიტომ გოცირიძე მინისტრს გადადგომას ურჩევს.

"თქვენ არ გინდოდათ ამის გაკეთება, ეს უბრალოდ დაგავალეს, ისევე, როგორც შავი ზღვის უნივერსიტეტის დახურვა. რომ არა საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა, ეს უნივერსიტეტი დაიხურებოდა. დავალების მიმცემი ადამიანები არიან ჩრდილში და თქვენ იმკით ახლა მათ შეცდომებზე. ამიტომ გეკითხებით, აპირებთ თუ არა წასვლას?! მოგივიდათ სერიოზული შეცდომა. როდესაც პოლიტიკური ცენტრი არის გარეთ და ახალ მინისტრებს გგონიათ, აკეთებთ სახელმწიფო საქმეს, ეს ასე არ არის, ეს მოგდით გამოუცდელობიდან გამომდინარე. უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა