გედევან ფოფხაძე - ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ია კერზაიას საქმეზე ობიექტური სურათი მივიღოთ

ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ობიექტური სურათი მივიღოთ ია კერზაიას საქმეზე. თუ იყო პოლიტიკური ტერორი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომავლისთვის, რომ პოლიტიკური ტერორი ამ ქვეყანაში დარჩეს წარსულად, - ასე მიმართა პარლამენტის საკომიტეტოს მოსმენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

„ფაქტია ის, რომ ინსპექტირება მოხდა არჩევნების პერიოდში, ფაქტია, რომ ქალბატონი ია იძლეოდა ინტერვიუებს და ამბობდა, რომ მასზე არის ზეწოლა და ფაქტია ისიც, რომ ამ ყველაფრის ფონზე გარდაიცვალა ეს ქალბატონი. მგონია, რომ ჩვენი ღირსების საკითხია, ობიექტური სურათი მივიღოთ ამ ყველაფერზე. მგონია, რომ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რაც მორალურ ვალდებულებებს გვიჩენს პასუხები გავცეთ კითხვებს. თუ იყო პოლიტიკური ტერორი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომავლისთვის, რომ პოლიტიკური ტერორი ამ ქვეყანაში დარჩეს წარსულად“,- განაცხადა ფოფხაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს