დავით ზალკალიანი სენატორ დევიდ პერდუეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა სენატორ დევიდ პერდუესთან გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივებისთვის.

აღინიშნა ამერიკის კონგრესთან ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებული თანამშრომლობა და ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალი დონე, რაც მათ შორის დადასტურდა საქართველოს მხარდამჭერი აქტის სახით და იმედი გამოითქვა რომ ახალი მოწვევის კონგრესი ასევე გამოხატავს საკუთარ მხარდაჭერას ინიციატივის მიმართ.

სენატორს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ქვეყნის განვითარების, მთავრობის ხედვების შესახებ. საუბარი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას ამ გზაზე.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს და ამ მხრივ ქვეყნის წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო რეგიონალურ ფუნქციას. ხაზი გაესვა აშშ-სთან სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას და ამ მხრივ კონგრესის განსაკუთრებულ როლს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს